RSM Georgia
ენები

ენები

ინოვაცია კოლაბორაციის მეშვეობით

RSM  საქართველომ, რეიტინგით რიგით მეექვსე აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო  ქსელური კომპანია RSM-ის წევრმა საქართველოში, თანამშრომლობა დაიწყო ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ საჯარო სკოლასთან.  RSM საქართველო გლობალური ქსელის მსოფლიო დღის ღონისძიებების ფარგლებში აცხადებს კონკურსს „გახდი ინოვაციური RSM-თან ერთად“. შემოთავაზებული ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების წახალისებას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას გაიღრმავონ ცოდნა კონკურსის დისციპლინებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

I ეტაპი: რეგისტრაცია

  • აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს  არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ დაინტერესებულ კანდიდატებს გამოუჩნდებათ დეტალური ინფორმაცია დავალების შესახებ და შესაძლებლობა ექნებათ ჩამოტვირთონ „პროექტის აღწერის ფორმა“. დარეგისტრირებულ  კანდიდატებს ჩაუტარდებათ დავალებასთან დაკავშირებული გაცნობითი პრეზენტაცია RSM საქართველოს სათაო ოფისში და საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები  RSM საქართველოს  და RSM  საქართველოს სოლუშენსის მენეჯერებს. 

მე-II ეტაპი:  პროექტის აღწერის ფორმის შევსება 

  • დავალებაში მოცემული პროექტის აღწერის შევსებული ფორმის გადმოგზავნის  ბოლო ვადა არის 2017 წლის 20 დეკემბერი, რის შემდეგაც კონკურსის მონაწილეს დაენიშნება პრეზენტაციის წარადგენის  თარიღი RSM საქართველოს ოფისში.

მე-III ეტაპი: პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი და პრეზენტაციის წარდგენა

  • პრეზენტაციის წარდგენა მოხდება 2017 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბერამდე.

მე-IV ეტაპი: გამარჯვებულის გამოვლენა

  • RSM  საქართველოს,  RSM საქართველო სოლუშენსის და სკოლის ადმინისტრაციისგან შემდგარი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს  2018 წლის 20 თებერვალს.

 

ფულადი პრიზი:

  • კონკურსის შედეგად შერჩეული, პირველ ადგილზე გასული პირი მიიღებს 1500 ლარის ოდენობის ფულად პრიზს. ხოლო მეორე ადგილზე გასული პირი 500 ლარის ოდენობის ფულად პრიზს.

 

სარეგისტრაციო ფორმა

 

770_367_konkursi_prizit_version3.png