RSM Georgia
ენები

ენები

აუდიტორული მომსახურებები

ექსპერტული ინსაითები/მიგნებები და სხარტი უკუკავშირი.

ადამიანის თუ კომპანიის წარმატებას მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები განსაზღვრავენ.  სწორედ ამიტომ, უმაღლესი ხარისხის აუდიტორული სერვისის მიწოდების მიზნით, RSM-ის გლობალური ქსელი მუდმივად წინ უსწრებს  მოსალოდნელ ცვლილებებს, მნიშვნელოვან ინვესტიციას აკეთებს აუდიტის მეთოდოლოგიების მუდმივ სრულყოფასა და განვითარებაში.

აუდიტი არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ეხმარება ფინანსური ანგარიშების შემოწმებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში. RSM-ის აუდიტის მეთოდოლოგია დაფუძნებულია კლიენტი კომპანიის ბიზნეს გარემოს და მისი ფუნქციონირების სიღრმისეულ შესწავლაზე. თქვენი კომფორტისთვის, RSM საქართველო გთავაზობთ აუდიტის განხორციელებას, როგორც ადგილზე, ისე აუთსორსინგს, რომელიც მოიცავს თქვენი ბუღალტერიის დეპარტამენტის პერიოდულ დახმარებას და მათთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევას. 

RSM-ი, როგორც ფირმების ფორუმის (Forum of Firms) დამფუძნებელი წევრი, მუდმივად სრულყოფს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიებს და, შესაბამისად, გადასცემს ამ გამოცდილებას წევრ კომპანიებს. RSM-ი, პირველი აუდიტორული კომპანიების ქსელია, რომელმაც ერთიანი აუდიტის მეთოდოლოგია ჯერ კიდევ 1993 წელს დანერგა. RSM-ის წევრობა გულისხმობს  ფინანსური და აუდიტორული სერვისების უმაღლესი სტანდარტების დაცვას მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში იღებთ მის მომსახურებას.

RSM  საქართველო ჩართულია საქართველოს მთავრობის 360-ე დადგენილებით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიების სიაში, რაც საშუალებას აძლევს მას ჩაატაროს სავალდებულო, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების აუდიტი და ინვესტიციების დადასტურება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N 134/01-ის თანახმად RSM საქართველო, აგრეთვე, უფლებამოსილია ჩაუტაროს აუდიტი კომერციულ ბანკებს, სადაზღვეო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მსხვილ სააქციო საზოგადოებებს.

RSM-ის გლობალური ქსელი საშუალებას აძლევს RSM საქართველოს  წარმატებით დასძლიოს ნებისმიერი ტიპის და მასშტაბის, როგორც ლოკალური ისე საერთაშორისო პროექტები.    RSM საქართველოს დაუგროვდა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო, კერძო და მულტინაციონალური ორგანიზაციების შვილობილ კომპანიებში აუდიტის ჩატარების საკმაოდ დიდი გამოცდილება ბაზრის ყველა სექტორში, მათ შორის: სამშენებლო, საწარმოო, საცალო ვაჭრობის, საბანკო და საფინანსო, ენერგეტიკის, საინჟინრო, სადისტრიბუციო, სასტუმრო, საგამომცემლო, მომსახურების, რეკლამის და სხვა სფეროებში.

გადაწყვეტილებები თქვენი თავდაჯერებული წინსვლისთვის

RSM-ი წარმოადგენს აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ექსპერტების ძლიერ ქსელს  ოფისებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  როგორც ერთიანი გუნდი, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ უნარებს, ახალ მიგნებებს, რესურსებსა და კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის ზუსტ და სიღრმისეულ გაგებას ეფუძნება.

გლობალური  რეალური ეკონომიკა  - ანალიზი და მიგნებები

გლობალური რეალური ეკონიმიკა ახალი, ყოველწლიური გამოცემაა, რომელიც მოიცავს  ეკონომიკისა და ბიზნესის ანალიზს.  გამოცემა ასახავს RSM-ის ქსელის გლობალურ წვდომას და მის შესაძლებლობას, რომ შესთავაზოს მსოფლიო დონის აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებები ზრდაზე ორიენტირებული კომპანიების  ლიდერებს გლობალურ ბაზარზე.

RSM Capto ახდენს რებრენდინგს და ხდება RSM-ი

დღეს, 26 ოქტომბერს, RSM international-ი, რეიტინგით რიგით მეშვიდე გლობალური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელური კომპანია, ახდენს რებრენდინგს და ერთიანდება RSM-ის ბრენდის ქვეშ, რის საფუძველზეც RSM International-ის წარმომადგენლობა საქართველოში, RSM Capto, იცვლის სახელწოდებას და ხდება RSM-ი.

RSM-ის ევროპული ბიზნესის მდგრადობის კვლევა

კონკრეტული მოხსენება RSM-ის ევროპული ბიზნესის მდგრადობის კვლევის ნაწილია.  კვლევის მიზანია ეკონომიკური განვითარებისა და აქტივობის  შესწავლა. სწორედ ამიტომ, RSM-ის გლობალური  ქსელის ევროპელ ექსპერტებს უნდა შეეფასებინათ კომპანიის სტრატეგიული ხედვა, ბიზნეს-ლიდერების  მენტალიტეტი და მეწარმეები, ქვეყნის ბიზნეს გარემო და მაკროეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები.

სხვაობა ახალი ბიზნესის შექმნის ზრდის მაჩვენებლებს შორის G7-სა და BRICS-ის ქვეყნებს შორის მცირდება

სხვაობა ახალი ბიზნესის შექმნის ზრდის მაჩვენებლებს შორის G7-სა (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი, აშშ) და BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ქვეყნებში შემცირდა 2013 წლისთვის, RSM-ის, მსოფლიოში რეიტინგით რიგით მეშვიდე დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელური კომპანიის უახლესი გლობალური კვ

RSM International-ი იერთებს Baker Tilly-ს დიდ ბრიტანეთში

ჯინ სტეფანსის, RSM International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის 16 აპრილის განცხადებით, RSM International-ი, დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელური კომპანია კიდევ უფრო აფართოებს თავის ქსელს Baker Tilly-ის დიდი ბრიტანეთის ოფისების შემოერთებით. ახალი წევრის დამატება იძლევა ახალ შესაძლებლობებს.