RSM Georgia
ენები

ენები

გადასახადები

გლობალურ ბაზარზე ბიზნეს კომპანიის წარმატებული მართვა მენეჯმენტისგან მოითხოვს დიდ დროს და ზღვა ენერგიას. მუდმივად ცვალებად გარემოში მეტად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივი საგადასახადო ექსპერტების კონსულტაცია. სწორედ ამ საშუალებას გაძლევთ RSM-ის გლობალური ქსელი. RSM-ის წევრი კომპანიები მსოფლიოს 100 ქვეყანაში, ინდივიდუალურად მუშაობენ კლიენტ ორგანიზაციებთან, რაც საჭიროებს თანამედროვე მიდგომების და ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის, ქვეყნის სამართლებრივი ნორმების სიღრმისეულ ცოდნას და მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებას.  RSM საქართველოსთან პარტნიორობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ, კომერციულად და ფინანსურად ეფექტურ რჩევებს. 

ჩვენი საგადასახადო სერვისები მოიცავს:

  • განვლილი საანგარიშო პერიოდების საგადასახადო ანლიზს და რისკების განსაზღვრას;
  • გრძელვადიან საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურებას;
  • კორპორაციულ საგადასახადო დაგეგმარებას;
  • საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარებას;
  • პერსონალურ საგადასახადო დაგეგმარებას;
  • პირადი ქონების მართვას (მატერიალური ფასეულობების მართვას);
  • სატრანსფერო ფასწარმოქმნას;
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერას.

 

გადაწყვეტილებები თქვენი თავდაჯერებული წინსვლისთვის

RSM-ი წარმოადგენს აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ექსპერტების ძლიერ ქსელს  ოფისებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  როგორც ერთიანი გუნდი, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ უნარებს, ახალ მიგნებებს, რესურსებსა და კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის ზუსტ და სიღრმისეულ გაგებას ეფუძნება.

გლობალური  რეალური ეკონომიკა  - ანალიზი და მიგნებები

გლობალური რეალური ეკონიმიკა ახალი, ყოველწლიური გამოცემაა, რომელიც მოიცავს  ეკონომიკისა და ბიზნესის ანალიზს.  გამოცემა ასახავს RSM-ის ქსელის გლობალურ წვდომას და მის შესაძლებლობას, რომ შესთავაზოს მსოფლიო დონის აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებები ზრდაზე ორიენტირებული კომპანიების  ლიდერებს გლობალურ ბაზარზე.

RSM Capto ახდენს რებრენდინგს და ხდება RSM-ი

დღეს, 26 ოქტომბერს, RSM international-ი, რეიტინგით რიგით მეშვიდე გლობალური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელური კომპანია, ახდენს რებრენდინგს და ერთიანდება RSM-ის ბრენდის ქვეშ, რის საფუძველზეც RSM International-ის წარმომადგენლობა საქართველოში, RSM Capto, იცვლის სახელწოდებას და ხდება RSM-ი.

სხვაობა ახალი ბიზნესის შექმნის ზრდის მაჩვენებლებს შორის G7-სა და BRICS-ის ქვეყნებს შორის მცირდება

სხვაობა ახალი ბიზნესის შექმნის ზრდის მაჩვენებლებს შორის G7-სა (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი, აშშ) და BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ქვეყნებში შემცირდა 2013 წლისთვის, RSM-ის, მსოფლიოში რეიტინგით რიგით მეშვიდე დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელური კომპანიის უახლესი გლობალური კვ

RSM International-ი იერთებს Baker Tilly-ს დიდ ბრიტანეთში

ჯინ სტეფანსის, RSM International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის 16 აპრილის განცხადებით, RSM International-ი, დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელური კომპანია კიდევ უფრო აფართოებს თავის ქსელს Baker Tilly-ის დიდი ბრიტანეთის ოფისების შემოერთებით. ახალი წევრის დამატება იძლევა ახალ შესაძლებლობებს.