გლობალურ ბაზარზე ბიზნეს კომპანიის წარმატებული მართვა მენეჯმენტისგან მოითხოვს დიდ დროს და ზღვა ენერგიას. მუდმივად ცვალებად გარემოში მეტად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივი საგადასახადო ექსპერტების კონსულტაცია. სწორედ ამ საშუალებას გაძლევთ RSM-ის გლობალური ქსელი. RSM-ის წევრი კომპანიები მსოფლიოს 100 ქვეყანაში, ინდივიდუალურად მუშაობენ კლიენტ ორგანიზაციებთან, რაც საჭიროებს თანამედროვე მიდგომების და ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის, ქვეყნის სამართლებრივი ნორმების სიღრმისეულ ცოდნას და მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებას.  RSM საქართველოსთან პარტნიორობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ, კომერციულად და ფინანსურად ეფექტურ რჩევებს. 

ჩვენი საგადასახადო სერვისები მოიცავს:

  • განვლილი საანგარიშო პერიოდების საგადასახადო ანლიზს და რისკების განსაზღვრას;
  • გრძელვადიან საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურებას;
  • კორპორაციულ საგადასახადო დაგეგმარებას;
  • საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარებას;
  • პერსონალურ საგადასახადო დაგეგმარებას;
  • პირადი ქონების მართვას (მატერიალური ფასეულობების მართვას);
  • სატრანსფერო ფასწარმოქმნას;
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერას.