RSM საქართველო მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დარგებს. იურიდიულ კონსულტაციას ახორციელებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი.

ჩვენი იურისტთა ჯგუფი დაგეხმარებათ გადაჭრათ საკონსტიტუციო, სამეწარმეო, სახელშეკრულებო, საბანკო, სადაზღვევო, საგადასახადო, გაკოტრების, ინტელექტუალური, საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის რეგულაციას მიკუთვნებული საკითხები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებთან და ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებს განახორციელონ წამყვანი საერთაშორისო ინვესტიციების, საფინანსო და საპრივატიზაციო საქმის წარმოება საქართველოში. ასევე, ვთავაზობთ დახმარებას მნიშვნელოვან სავაჭრო თუ სხვა კატეგორიის დავებში, როგორც სასამართლოში, ისე ადგილობრივ, თუ საერთაშორისო არბიტრაჟებში.

RSM-ის იურიდიულ სერვისებს შემდეგი ფორმით სთავაზობს: იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი, რომელიც გულისხმობს კლიენტი კომპანიის ოფისში იურისტების მივლინებას, კონკრეტულ პროექტზე კონსულტაცია ჩვენს ოფისებში, წარმომადგენლობას ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან ურთიერთობაში, კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას სასამართლოებში მიმდინარე დავისას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას და, ასევე, ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში. RSM-ის იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოში მრავალწლიანი მუშაობისგამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის, საბანკო, სადაზღვევო, სავაჭრო, სამშენებლო,საწარმოო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, სადისტრიბუციო და სხვა სფეროებში.