გუშინ, RSM-მა, რეიტინგით რიგით მეექვსე გლობალურმა აუდიტორულმა, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელურმა კომპანიამ RSM-ის მსოფლიო დღე იზეიმა. RSM-ის მსოფლიო დღე ეს არის ერთიანი ხედვის, ღირებულებების და მიზნების გლობალური ზეიმი და მას RSM-ის 41 400 პროფესიონალი 120 ქვეყანაში ერთდროულად აღნიშნავს თანამშრომლებთან, კლიენტ კომპანიებთან და საზოგადოებასთან ერთად.

2017 წლის RSM-ის მსოფლიო დღის მთავარი თემა იყო „ინოვაცია კოლაბორაციის მეშვეობით“. ინოვაციაზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურის დანერგვის და გლობალური ქსელის შიგნით კრეატიული აზროვნების განვითარების მიზნით, სექტემბრის თვის განმავლობაში RSM-ის წევრ კომპანიებს შორის იმართება გლობალური ინოვაციის კონკურსი. ეს არის თანამშრომლებისთვის შექმნილი ინიციატივა, რომელიც ახსენებს მათ კლიენტი კომპანიების მომსახურების სფეროში ინოვაციის დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. კონკურსი მიზნად ისახავს, რაიმე ახლის შექმნას, რაც სარგებელს მოუტანს როგორც RSM-ს, ისე მის პარტნიორ კომპანიებს.

ამ წელს RSM-ის მსოფლიო დღე წარმოადგენს შესაძლებლობას ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ გავერთიანდეთ, როგორც გლობალური ქსელი და განვავითაროთ ინოვაციური კორპორაციული კულტურა ჩვენს წევრ კომპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ-ეს-ემ საქართველო შეუერთდა გლობალურ ინიციატივას და RSM-ის მსოფლიო დღის აქტივობების ფარგლებში გამართა .. "გონების შტურმის" (brainstorming) თამაშები. ეს დღე თანამშრომლებმა ბაზალეთის ტბაზე გაატარეს, სადაც თემასთან დაკავშირებული ბევრი სახალისო და საინტერესო აქტივობები შეასრულეს. გუნდური აქტივობები განკუთვნილი იყო თანამშრომლების ინოვაციური აზროვნების შთაგონებისთვის და წახალისებისთვის - აღნიშნა გიორგი კვინიკაძემ, არ-ეს-ემ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა. 

პროექტის ფარგლებში და მსოფლიო დღის აღსანიშნად, არ-ეს-ემ საქართველომ თანამშრომლობა დაიწყო ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლასთან, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ინოვაციურობის განვითარებას. პროექტი „გახდი ინოვაციური RSM-თან ერთად“ გულისხმობს მე-12 კლასის მოსწავლეებში აღნიშნულ თემაზე კონკურსის ჩატარებას.  გამარჯვებული 1-ლი და მე-2 ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან დეკემბრის ბოლოს და მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად.

 „ჩვენ, როგორც არ-ეს-ემ საქართველოს და მისი ქვე-ბრენდის, არ-ეს-ემ ჯორჯია სოლუშენს-ის კლიენტი კომპანია, მოხარულნი ვართ, რომ RSM- ხელს უწყობს განათლების ამაღლებასა და ინოვაციებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებას ახალგაზრდებში, ზრუნავს ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ახალი იდეები იქნება აღიარებული, დაჯილდოებული და გამოყენებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია RSM-ის ამ სფეროში ჩართულობა, რადგან მათი სახით გვყავს სანდო ფინანსური და ტექნოლოგიური პარტნიორი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია, როგორც საფინანსო და ბუღალტრულ, ისე ისეთ ინოვაციურ პროექტებზე ერთობლივი მუშაობა, როგორიცაა მათ მიერ ჩვენთვის განხორციელებული ფინანსური მართვის და ბილინგის მართვის ერთიან სისტემაში მოქცევა და ავტომატიზაციის მაღალი დონის მიღწევა“ - აღნიშნა ალექსანდრე გომიაშვილმა, „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის „გახდი ინოვაციური RSM-თან ერთად“ ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე არ-ეს-ემ საქართველოს, მისი ქვე-ბრენდის არ-ეს-ემ ჯორჯია სოლუშენს-ის და RSM-ის პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლები.

 

rsm_world_day_banner_1_rgb.jpg