RSM საქართველო მაკულიტერატურის პროექტში ჩაერთო!

"გაცვალე მაკულატურა წიგნებში" პალიტრა L-ის ინიციატივაა, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორზე და მის მიზანს არსებული რესურსებით გარემოს გაფრთხილება წარმოადგენს. მაკულატურის სათანადოდ გამოყენება და გარემოზე ზრუნვა ჩვენი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, შედეგად, 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვ/მ მიწა დაიზოგება.