სითი მოლების მმართველ კომპანიაში - აიჯი დეველოფმენტ საქართველოში SAP Business One-ის იმპლემენტაცია RSM საქართველო სოლუშენსმა განახორციელა.

#1 ERP გადაწყვეტილება კომპანიისთვის უზრუნველყოფს ავტომატიზირებულ საოპერაციო საქმიანობას და მოქნილ, ბიზნეს პროცესების შესაბამის რეპორტინგის სისტემას.

კომპანიის განვითარების სწრაფმა ტემპმა, სავაჭრო ბრენდების რიცხვის ზრდამ და ახალი, თანამედროვე ბიზნეს ცენტრის მშენებლობამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის საჭიროება, რაც საშუალებას მისცემდა კომპანიას, რომ რესურსები ეფექტურად ემართათ და სამუშაო გარემო მეტად პროდუქტიული გამხდარიყო.

მნიშვნელოვანი იყო, რომ SAP Business One-ში მუშაობისას კომპანიის თანამშრომლებს ქონოდათ საშუალება ავტომატიზირებულად ემართათ საოპერაციო საქმიანობა. ძირითადი საკვანძო ფაქტორი იყო რეპორტების სისტემის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემდა საჭირო ინფორმაცია დროულად მიეღოთ და შესაბამისად გადაწყვეტილებები ნაკლები რისკის შემცველი ყოფილიყო. ასევე, ბილინგის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემდა მოქნილად ემართათ ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა, მათ შორის, ვალდებულებების დაანგარიშება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით,  ინვოისების დაგზავნა outlook-თან ინტეგრაციის საშუალებით, ბანკიდან ავტომატური ჩამოტვირტვა/ატვირთვა და ასე შემდეგ.

პროექტის ფარგლებში დაინერგა შესყიდვების, ბანკინგის, ბილინგის, ძირითადი საშუალებების, საწყობის მართვის და სხვა მოდულები.

სისტემის იმპლემენტაციის შემდგომ თანამშრომლების მანუალური სამუშაო მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგალითად სისტემაში ავტომატურად ხდება:

  • კლიენტებისთვის დავალიანების კალკულაცია შესაბამისი ლოგიკების გათვალისწინებით
  • ინვოისების ავტომაური გაგზავნა
  • ხელშეკრულებისა და ვალდებულებების კონტროლი;

მენეჯმენტი იღებს კომპანიისთვის საჭირო ინფორმაციას რეპორტების სახით მრავალ ჭრილში, ესენია: დაგეგმილი, რეალური და მოსალოდნელი შემოსავლები, გასაქირავებელი ფართების მომგებიანობა, პერიოდების მიხედვით დატვირთულობა და ა.შ. ასევე, ავანსების სისტემის მართვა სრულად ავტომატიზირებულია. ავანსის გადამხდელ კლიენტებთან ინვოისები თავისი საბეჭდი ფორმით ავტომატურად იგზავნება, რაც დროისა და რესურსის დიდი დაზოგვის გარდა უზრუნველყოფს კლიენტებთან ფინანსური ურთიერთობის სწორ მართვას.

 

SAP-მა პროექტის იმპლემენტაციის შესახებ წარმატების ისტორია დაწერა. 

დეტალურად გასაცნობად მიყევით ბმულს: sap_success_story_of_ig_development_georgia.pdf