გამჭირვალობის შესახებ ანგარიში 2024
მმართველი პარტნიორის მიმართვა
მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ შპს „არესემ საქართველოს“ გამჭვირვალობის შესახებ ანგარიში 2024 წლისთვის, რომელიც მოიცავს პერიოდს 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ანგარიში ასახავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას გამჭვირვალობის, ეთიკისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების მიმართ ჩვენი საქმიანობის ყველა მიმართულებით.
როგორც RSM ქსელის საპატიო წევრი, მუდმივად ვისწრაფვით ნდობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისაკენ ჩვენს კლიენტებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და ფართო საზოგადოებასთან.
გასული წლის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა როგორც მომსახურების ხარისხის გაძლიერების, აგრეთვე კარიერული შესაძლებლობების გაფართოებისა და შიდა რესურსების განვითარების მიმართულებით. მუდმივად ვცდილობთ შევქმნათინკლუზიური და კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც თითოეულ პროფესიონალს შესაძლებლობა ექნება სრულად განავითაროს თავისი შესაძლებლობები.
მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვა მოითხოვს, მოვერგოთ როგორც კლიენტთა მოლოდინებს, აგრეთვე გლობალურ ცვლილებებს. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის მიღწევები ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
მომსახურების ხარისხი და ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა კვლავ რჩება ჩვენი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად. ამასთანავე, ჩვენს კომპანიას გააჩნია ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ჩვენი საქმიანობის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას. ცვალებად საკანონმდებლო და ბიზნეს გარემოში მუდმივად ვცდილობთ, დავიცვათ უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და პროფესიული სკეპტიციზმი — პრინციპები, რომლებიც ფუნდამენტურია ფინანსურ სფეროში სანდოობის შესანარჩუნებლად.
პროფესიული მიზნებისა და ბიზნეს ინტერესების მიღმა ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვცდილობთ ვიყოთ გრძელვადიანად მდგრადი და პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი, რომელსაც რეალური წვლილი შეაქვს საზოგადოებაში და ხელს უწყობს მის განვითარებას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს პარტნიორებსა და კომპანიის თანამშრომლებს, რომელთა თავდადებულმა შრომამ, ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შესაძლებელი გახადა ჩვენი წარმატება.