RSM Georgia
ენები

ენები

ბიზნესი ციფრულ ეპოქაში - ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

2018 წლის 18 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში RSM Georgia Solutions-ის დამფუძნებელმა ლევან ქაჯაიამ, თემაზე SAP Business One როგორც პლატფორმა ბიზნესის ციფრული განვითარებისთვის, წაიკითხა ლექცია მაგისტრანტებისთვის. ლექციას ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  პროფესორი  ბატონი არჩილ სამადაშვილი. პრეზენტაციის ძირითადი საკითხები იყო ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაცია, ბიზნესის მოდელირება და SAP-ის გადაწყვეტილება მზარდი კომპანიებისთვის. ამასთან, ბატონმა ლევან ქაჯაიამ ისაუბრა RSM Georgia Solutions-ის გამოცდილებასა და SAP Business One-ის ქართულ ლოკალიზაციის პაკეტზე, რომელიც თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა.

RSM-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა გაუზიაროს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა RSM Georgia Solutions-თან თანამშრომლობის შედეგად შეძლო ბიზნეს-ინჟინერიის კურსის ფარგლებში სტუდენტებისთვის შეესწავლა  SAP-ის პოპულარული ERP გადაწყვეტილება SAP Business One. აღსანიშნავია, რომ SAP-ის პროდუქტებს იყენებენ მსოფლიო მაშტაბით, იგი მოიცავს აღრიცხვა/მართვის არა მარტო კარგ ინსტრუმენტებს, არამედ ევროპულ სააღრიცხვო კულტურას და თანამედროვე მიდგომებს, რომელთა ცოდნაც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტისათვის მნიშვნელოვანია.

პრეზენტაციის ბოლოს, დამსწრე სტუდენტებს გადაეცათ RSM Georgia Solutions-ის ბრენდირებული უბის წიგნაკები და ბროშურები.

 

sap_gtu.jpg

 

img_0868.jpg

img_0874.jpg

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 32 255 88 99
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი
კითხვები, კომენტარები ან
შეთავაზების მოთხოვნა.

მოგვწერეთ