გამოცემის თარიღი: 7 ივნისი, 2013 

ჯული დინი, Cambridge Satchel”-ის კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი  დაასახელეს  RSM-ის ჯილდოს  წლის  მეწარმის გამარჯვებულად პრესტიჟულ ევროპულ  ბიზნეს დაჯილოდოვებაზე 6 ივნისს გამართულ  წვეულებაზე ქ.  სტამბულში.  RSM-ი, წლის  მეწარმის ჯილდოს სპონსორი, მსოფლიოში  დამოუკიდებელი აუდიტორული,საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების რეიტინგით რიგით  მეშვიდე  ქსელური  კომპანიაა.

ცერემონიას, რომელსაც ესწრებოდა  250 ევროპული ბიზნეს ლიდერი, ასახავს ერთ წლიანი პროგრამის კულმინაციას,რომელიც  დაიწყო  15 000 ბიზნესის მონაწილეობით და დასრულდა მხოლოდ   Ruban d’Honneur-ის  100 ფინალისტით,რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ  გახდებოდნენ  ტოპ ათეულის გამარჯვებულები, მათ შორის  RSM-ის წლის  მეწარმის ჯილდოს მფლობელები.

Cambridge Satchel”- არის ბრიტანული კომპანია, რომელიც დაარსდა ჯული დინის და  დედამისის, ფრიდა ტომასის მიერ2008 წელს. კომპანია აწარმოებს ხელნაკეთ, ფერადი და კლასიკური სტილის ჩანთებს და სხვადასხვა ტყავის ნაწარმს.მზადდება  ბრიტანეთში ტყავით, რომლის გაყიდვების წყაროს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნები. ოთხი წლისგანმავლობაში კომპანიის ბრუნვა გაიზარდა 10 მილიონი ფუნტ სტერლინგის მოცულობით და  რეალიზაციასახორციელებს 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიაში დასაქმებულია 60 ადამიანი და აწარმოებს დაახლოებით  900 ჩანთას დღეში.
შეფასებები  გააკეთეს  ჟიურის წევრებმა, რომელიც შედგებოდა ევროპული  ბიზნესის  ლიდერების,  მეცნიერების და მეწარმეებისაგან. ჟიურის წევრები  უშუალოდ  ჩართულნი  იყვნენ  შეფასების  პროცესში,  რომელიც  შედგებოდა ნომინანტი კომპანიის წერილობითი  წარდგინებით,  ვიდეო  მასალით და  წარმომადგენელთან პირისპირ ინტერვიუთი. კონკურსანტები შეფასდნენ  იმ  ბიზნეს  ნიშნულებით,  როგორიცაა,  ინოვაცია, ეთიკა, ზრდა, საერთაშორისო  ხედვა და  ამბიცია.
დაჯილდოვება  კონკურსანტებს  აძლევს  შეუდარებელ  შესაძლებლობებს  დაუკავშირდნენ ერთმანეთს და  მიიღონ საუკეთესო  გამოცდილება,  ასევე,  აძლევს საშუალებას, შეხვდნენ  თანამოაზრე ბიზნესმენებს  ევროპის  მასშტაბით  ახალი დაწარმატებული  ბიზნეს  ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
ჟან სტაფანსი, RSM-ის  აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს:  „RSM-ის წლის მეწარმის  ჯილდო არის უაღრესადკონკურენტუნარიანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია წარმოუდგინო ევროპას ყველაზე საუკეთესო პოტენციალის მქონე ბიზნეს ტალანტი. როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი  უმსხვილესი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციოკომპანიების ქსელი, ჩვენი წევრი ფირმები ყოველდღიურად ურთიერთობენ მეწარმეებთან და მათ ბიზნესებთან.  ჯილი დინმაშექმნა გამორჩეული ბიზნესი Cambridge Satchel”-ის  კომპანიასთან ერთად. მისი ხედვა და სამოქმედო კურსი, მის გამჭრიახბიზნეს გონებასთან ერთად აქცევს მას გამორჩეულ მეწარმედ და RSM-ის ჯილდოს წლის მეწარმის მეტად  ღირსეულგამარჯვებულად”.

განაცხადების მიღება 2013/14 წლის დაჯილდოვების  პროგრამაზე გრძელდება 2013 წლის 21 ივნისამდე. მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 800 მონაწილე კომპანია, რომელთაგანაც გამოვლინდებიან  გამარჯვებულები.დამატებითი ინფორმაციისათვის, ან 2013/14 წლის დაჯილდოვებაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ: www.businessawardseurope.com.