2014 წლის აპრილში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაიწყო საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების გაწევის მსურველ პირთა სერტიფიცირება. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სფეროს განვითარებისთვის, მიზნად ისახავს რა ამ სფეროში მომუშავე აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლებას და შემდეგ მათი ცოდნის შეფასებას.

სერტიფიცირებაში მონაწილეობა მიიღო 57 პირმა, მათ შორის "ერ-ეს-ემ კაპტოს" საგადასახადო ექსპერტებმა. მათ 2 თვის მანძილზე გაიარეს სპეციალური საკვალიფიკაციო კურსი და წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა. "ერ-ეს-ემ კაპტოს" თანამშრომლებს გადაეცათ სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიკატი, რაც უფლებას ანიჭებს კომპანიას ჩაატაროს სახელმწიფო ორგანიზაციების აუდიტი.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველი სერტიფიცირება განახორციელა 2013 წელს. სერტიფიცირება ინსტიტუტმა უკვე მეორედ ჩაატარა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ამ პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.