გუშინ, 20 იანვარს, საღამოს 8 საათზე, აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანია „კაპტო ჯგუფის“ (RSM-ის წევრი საქართველოში) მხარდაჭერით რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი უნიჭიერესი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი და CD-ს პრეზენტაცია. ვალერიან შიუკაშვილმა კონცერტზე შეასრულა მსოფლიოს კლასიკოსი კომპოზიტორების, ბეთჰოვენის, შოპენის და ლისტის ნაწარმოებები. საღამოზე მისული მსმენელისთვის წარმოდგენილი იყო კომპაქტ-დისკები, სადაც აღნიშნული კონცერტის სტუდიური ვარიანტია ჩაწერილი. მუსიკალური საღამო პიანისტმა კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიუძღვნა.
Insights
The latest global insights and knowledge from RSM, to help you move forward with confidence. Explore cutting-edge analysis and forward-thinking perspectives on the key issues facing businesses and organisations around the world.