image_network_of_the_year.png

ლონდონში, 2017 წლის 5 ოქტომბერს, RSM-ი, რიგით მეექვსე გლობალური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელური კომპანია, „The Accountant & International Accounting Bulletin“-ის პრესტიჟული "წლის ქსელის" ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს ჯილდო მას სტაბილური ზრდის და პროფესიული სერვისების მაღალი ხარისხის გამო მიენიჭა.  უკვე ექვსი წელია, რაც „The Accountant & International Accounting Bulletin“-ის დაჯილდოება აერთიანებს ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს მათი პროფესიული წარმატების აღსანიშნავად.

„წლის ქსელის“ დაჯილდოების კრიტერიუმები მოიცავს მომგებიანი ზრდის სტრატეგიის დემონსტრირებას და ინდუსტრიის მიერ კომპანიის აღიარებას, როგორც მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად აწვდის მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ პროფესიულ მომსახურებას.

კერძოდ, ჟიურის წევრებმა ხაზი გაუსვეს ქსელის ახალ გლობალურ ბრენდს და იმ შედეგებს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია RSM-მა. სწორედ ამის საფუძველზე, ქსელმა შეძლო ჩამოეყალიბებინა უფრო ძლიერი და უკეთესად პოზიციონირებული გლობალური ბრენდი. მათ, ასევე, დადებითად შეაფასეს RSM-ის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს  ქსელის ძლიერ მხარეზე,  ხარისხის ფუნდამენტალურობაზე ფოკუსირებას, და ამავდროულად ახალი შესაძლებლობების სწორად განვითარებას.

გიორგი კვინიკაძემ, RSM საქართველოს დირექტორმა განაცხადა: „ჩვენ, როგორც RSM-ის წევრი კომპანია საქართველოში, ვამაყობთ, რომ გავხდით ამ პრესტიჟული პრიზის მფლობელები.  გლობალური ქსელის სწრაფი ზრდა და პროფესიული სერვისების მაღალი ხარისხი მიღწეულია სწორედ პროფესიონალი თანამშრომლების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომლებიც  კლიენტი კომპანიების საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას და მათ ზუსტ გაგებას ეფუძნება.“ 

RSM-ი "წლის ქსელის" ჯილდოს მფლობელი უკვე მეორედ გახდა. პირველად იგი გამარჯვებულ კომპანიად 2014 წელს დასახელდა.

RSM-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში აჩვენა წარმატებისკენ მყარი სვლა, რაც აისახა 2016 წლის დასასრულს მიღწეულ ფინანსურ შედეგებზე. ქსელმა საკომისიო შემოსავლის შთამბეჭდავი, 7.6%-იანი მატება დააფიქსირა, RSM-ის წევრი კომპანიების 70%-ზე მეტი ზრდის მაჩვენებლის ფონზე.  

ჯინ სტეფანსმა, RSM-ის CEO-მ განაცხადა: „RSM-ის ისტორიაში გასული ორი წელიწადი უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენი ქსელის ერთიანი ბრენდის და სახელწოდების ქვეშ გაერთიანებამ, ხელი შეუწყო ქსელის წევრ კომპანიებს RSM-ის ბრენდის არსი, სლოგანი „როდესაც თქვენი ზუსტად ესმით“ და ბრენდის ღირებულებები წარმოეჩინათ და სწორად მიეწოდებინათ კლიენტი კომპანიებისთვის და საზოგადოებისთვის.

ჩვენ ვიაზრებდით, რომ 2017 წელი საშუალო ზომის ბიზნესებისთვის წარმოადგენდა გამოწვევას. RSM-ის ქსელის დროში განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, რომ ვუზრუნველყოთ გლობალური ქსელის სტანდარტების და კლიენტი კომპანიების მომსახურების მუდმივი სრულყოფა, მათი ბიზნესის განვითარების ყველა საფეხურზე და ნებისმიერ ადგილას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ  ორივე „The Accountant“ და „The International Accounting Bulletin“-ის მიმართ ამ აღიარებისთვის და ვიცით, რომ თითოეული ჩვენი წევრი კომპანია მთელს მსოფლიოში ამაყობს ამ მიღწეული წარმატებით“.

 „The Accountant & International Accounting Bulletin“-ის დაჯილდოების გალა მიღება გაიმართა 2017 წლის 4 ოქტომბერს, ლონდონის ცენტრში მდებარე სასტუმრო „Tower Hotel“-ში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული ქსელური კომპანიები.