გლობალური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელური კომპანია RSM-ი, International Accounting Bulletin-ის აუდიტორული ბაზრის მსოფლიო კვლევის თანახმად $4.64 მლრდ აშშ დოლარის საკომისიო შემოსავლებით 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 6%-იანი ზრდას აჩვენებს. შესაბამისად, RSM-ი, მსოფლიოში უდიდესი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო გლობალური ქსელის ფირმების რეიტინგში დაწინაურდა და მე-6 პოზიცია დაიკავა.
RSM-ის გლობალური ქსელი ამჟამად წარმოდგენილია 120 ქვეყნის მასშტაბით, 760 ოფისით და 38,000-ზე მეტი თანამშრომლით. 2015 წლის განმავლობაში, RSM-ის ქსელი გაიზარდა 11 წევრი ფირმით იტალიაში, ბანგლადეშში, ბელარუსიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში, კოლუმბიაში, მალში, ნიგერიაში, ფილიპინებში, შრი ლანკაში, ტაჯიკეთშსა და ზიმბაბვეში. ხოლო, საქართველოში RSM-ი უკვე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი და წარმატებით მოღვაწეობს ადგილობრივ ბაზარზე.
RSM-ის გლობალური ქსელის მასშტაბით შემოსავლები გაიზარდა 10%-ით აშშ-ში, 10%-ით ევროპაში (ეფუძნება შემოსავლებს ადგილობრივ ვალუტაში), 6%-ით შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში და ჩრდილოეთ აფრიკაში, 1%-ით გაუმჯობესდა აზიაში და 9%-ით ლათინო ამერიკაში. აუდიტის და საბუღალტრო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები გაუმჯობესდა 4%-ით, ჯამში - $2.27 მლრდ აშშ დოლარით, საგადასახადო სერვისიდან მიღებული შემოსავლების ზრდა მოხდა 7%-ით და შეადგინა $1.35 მლრდ აშშ დოლარი. ხოლო, საკონსულტაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 6.9%-ით და გადააჭარბა $1.02 მლრდ აშშ დოლარს.
2015 წლის 26 ოქტომბერს, RSM-ის წევრი კომპანიები გლობალურ დონეზე გაერთიანდნენ ერთი დასახელების ქვეშ და გახდნენ „RSM“-ი. ერთიანი გლობალური დასახელება RSM-ს საშუალებას აძლევს უკეთ წარმოაჩინოს ის სიძლიერეები და გლობალური სერვისის შესაძლებლობები, რასაც ის სთავაზობს საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებს, როგორც სანდო მრჩეველი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჯენ სტეფენსი, RSM -ის აღმასრულებელი დირექტორი: „2015 წელი ჩვენთვის ძალიან პოზიტიური წელი იყო. RSM-ი აპირებს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. RSM-ის ქსელში გაერთიანებული ფირმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარებიან კომპანიებს ოპერატიული და კომპლექსური ექსპერტული რჩევებით და მიგნებებით, რაც დაფუძნებულია კლიენტი კომპანიის უპირატესი საჭიროებების სიღრმისეულ გააზრებასა და ანალიზზე. ჩვენი ერთიანი გლობალური ბრენდი საშუალებას გვაძლევს მეტად ვფოკუსირდეთ ჩვენს კლიენტებზე, მათი თავდაჯერებული წინსვლისთვის და განვითარებისთვის.“
გიორგი კვინიკაძე, RSM საქართველოს გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი: “გლობალურ რეიტინგში დაწინაურება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქსელისთვის. 2015 წელს განხორციელებული გლობალური რებრენდინგი იყო ჩვენი დიდი წარმატება, რამაც გაგვაერთიანა საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი მომავლის ხედვით. მოუთმენლად ველი საინტერესო სამომავლო შესაძლებლობებს RSM-ის ქსელის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. როგორც ერთიანი გუნდი, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ უნარებს, ახალ მიგნებებს, რესურსებსა და კლიენტზე ფოკუსირებულ მიდგომებს, რომლებიც ჩვენი კლიენტი კომპანიების ზუსტ და სიღრმისეულ გაგებას ეფუძნება”.
RSM-ი კლიენტ კომპანიებს სთავაზობს მრავალპროფილურ მომსახურებას. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბიზნეს კომპანიებს აქვთ საშუალება ისარგებლონ RSM-ის ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურებით, რაც ეფუძნება RSM-ის პროფესიონალი კონსულტანტების ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნასა და გლობალურ ხედვას.