RSM international-ი, აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო რეიტინგით რიგით მეშვიდე გლობალური ქსელური კომპანია იცვლის სახელწოდებას და ერთიანდება RSM-ის გლობალური ბრენდის ქვეშ, რის საფუძველზეც RSM International-ის წარმომადგენლობა საქართველოში, RSM Capto, ხდება RSM. RSM Capto არის RSM international-ის წევრი კომპანია უკვე მე-4 წელია, რომელიც რიგით მეშვიდე აუდიტორული კომპანიაა საქართველოში წარმოდგენილი 70 თანამშრომლით და 6 ოფისით მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, თელავი). საერთაშორისო ქსელისთვის ერთიანი სახელის, RSM-ის დამკვიდრება გაამყარებს ზრდაზე ორიენტირებული კომპანიების მრჩეველის პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე. 

ჯინ სტეფენსი, RSM international-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი კლიენტი ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო გლობალურები ხდებიან იყენებენ რა ზრდისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს. მზარდი ორგანიზაციების ლიდერებს სურვილი აქვთ ყავდეთ მრჩევლები, რომლებიც სიღრმისეულად შეისწავლიან  მათ მდგომარეობას, რეალურად იზრუნებენ მათი ბიზნესების განსავითარებლად, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე. მათ ჭირდებათ უმაღლესი დონის მომსახურება, სანდო ურთიერთობები, იდეები და მიგნებები, რომელიც ფასეული იქნება მათი ბიზნესისთვის. ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენს კლიენტ კომპანიებს უკვე 50 წელია ვთავაზობთ. ჩვენ ვხედავთ განვითარების დიდ შესაძლებლობას ჩვენი კლიენტებისთვის ქვეყანათაშორისი შეთავაზებების ფორმირების მხრივ, რაშიც დაგვეხმარება RSM-ის როგორც ერთიანი გლობალური ბრენდის ჩამოყალიბება."   

RSM-ის კლიენტზე ფოკუსირებული სტრატეგიის თანახმად ჩვენმა ქსელმა დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მეშვეობით განახორციელა გლობალური კვლევა. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი წარმომადგენლობების სიღრმისეული კვლევა, გამოვიკითხეთ, როგორც კლიენტი კომპანიები ისე პოტენციური მომხმარებლები. 18 ქვეყნიდან მიღებული კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ RSM არის ძლიერი გლობალური ბრენდი გამორჩეული კლიენტზე ფოკუსირებული თანამშრომლობით, მათი უპირატესი საჭიროებების სიღრმისეული გააზრებით და უფროსი კონსულტანტების მიერ გაზიარებული მიგნებების მაღალი ხარისხით. კომპანიის ეს ღირებულებები არის ასახული ქსელის ახალ გლობალურ პოზიციონირებაში, რომელიც ინგლისურ ენაზე შემდეგნაირად ჟღერს: „The power of being understood". 

ცვლილებები ძალაში შევა 2015 წლის 26 ოქტომბრიდან და RSM-ის ყველა წარმომადგენლობას ექნება ერთიანი გლობალური სახელი, სლოგანი და ახალი ლოგო. ლოგოში გამოყენებული ფერებია: ნაცრისფერი - გამოხატავს მყარ ფუნდამენტზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, მწვანე - პოზიტიური, იდეებზე დაფუძნებული საპასუხო ქმედების გამომხატველია და ლურჯი ფერი - წინსვლის სიმბოლოა და ასახავს სწრაფვას სამომავლო მიზნებისკენ. ლოგო აძლიერებს გლობალური ქსელის ბრენდის არსს, რომელიც მიზნად ისახავს აგრძნობინოს კლიენტებს, რომ მისი ესმით და მისცეს მათ ძალა თავდაჯერებული წინსვლისთვის. RSM Capto-ს რებრენდინგის სრულ მხარდაჭერას განახორციელებს მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია "პროპაგანდა კონსალტინგი" RSM-ის სათავო ოფისთან და გლობალურ ბრენდინგ კომპანიასთან ერთად. 

გიორგი კვინიკაძე, RSM Capto-ს დირექტორი: "RSM Capto 2008 წელს დაარსდა და სწრაფად განვითარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთი წარმატებული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს წამყვან აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიებს შორის. ძლიერი სამეწარმეო სულისკვეთება, თანამედროვე მიდგომები, სწრაფი რეაგირების უნარი, ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა განაპირობებს RSM Capto-ს განვითარების სწრაფ ტემპებს. RSM Capto აქტიურად იყო ჩართული RSM-ის სათავო ოფისის მიერ განხორციელებულ გლობალურ კვლევაში, რომლის შედეგად ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიკითხა RSM-ის ათასობით კლიენტი და პოტენციური მომხმარებელი. გლობალური ცვლილებების ეტაპზე RSM Capto სრულიად იაზრებს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას და მოხარულია განახორციელოს ბრენდინგთან დაკავშირებული ყველა საჭირო ცვლილება". 

RSM international-ი არის მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საგადასახადო მომსახურების მიმწოდებელი  საერთაშორისო ქსელი, მეხუთე უდიდესი ფირმაა აშშ-ში და მესამე - ჩინეთში. 2014 წელს RSM international-ი მოხვდა ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ქსელური კომპანიების ათეულში, შემოსავლების 18%-იანი ზრდის მაჩვენებლით. კომპანიის შემოსავალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით შეადგინა 4.4 მილიარდი ამერიკული დოლარი. 
RSM international-ის ყველა წარმომადგენლობა დარჩება დამოუკიდებელ იურიდიულ პირად და ფუნქციონირებას გააგრძელებენ, როგორც - RSM.