32,500 დასაქმებული 94 ქვეყანაში ყოველ 20 სექტემბერს ზეიმობს RSM-ის მსოფლიო დღეს. კაპტო ჯგუფის თანამშრომლებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, რადგან კაპტო წელს გახდა RSM-ის წევრი. მთელი კვირის მანძილზე საინტერესო ღონისძიებები დაიგეგმა. როგორც RSM-ის წევრმა ყველა კომპანიამ, RSM Capto-მაც გასაკუთრებულად აღნიშნა RSM მსოფლიო დღე. 

18 სექტემბერს, RSM ბერლინის ოფისის დირექტორთან, შტეფან გორლიცთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავით ყაზბეგში, გერგეთისსამებაზე. 18 სექტემბერი იმიტომ გადაწყდა, რომ 20 სექტემბერი სამუშაო დღე იყო და ჯობდა შაბათ-კვირა გამოგვეყენებინაგასვლითი ღონისძიებისთვის. 

20 სექტემბერს საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნეს ინტერნეტ გამოცემაში„კომერსანტი. სტატიის სათაურია: დღეს RSM-ის მსოფლიო დღე აღინიშნება.  სტატიაში მოცემულია მოკლე შეჯამება იმ ღონისძებების, რომელიც, ტრადიციულად, RSM მსოფლიო დღეს ეძღვნება და რომელშიც RSM Capto აქტიურად იღებს მონაწილეობას - თემატური ფოტოკონკურსი, საქველმოქმედო აქციები და სხვ.  სტატიაში მოცემულია ინტერვიუ კაპტო-ჯგუფის ერთ-ერთ მმართველ პარტიორთან, ბატონ გიორგი კვინიკიძესთან და RSMბერლინის ოფისის დირექტორთან, შტეფან გორლიცთან.


ინტერვიუში საუბარია RSM-ის მდგომარეობაზე გლობალურ ბაზარზე და თუ რა სერვისებს სთავაზობს ის მომხმარებელს. ხაზი არის გასმული კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმასხვავებელ ნიშანზე: ხარისხზე და სხვა წევრ კომპანიებთან მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. და იმ პერსპექტივებზე, რომელიც Capto-ს და მის პარტნიორებს აქვთ საქართველოში.  

20 სექტმბერს ჩვენს ოფისში მოვაწყვეთ მიღება, სადაც Capto-ს ყველა თანამშრომელი და ერთგული კლიენტი შეიკრიბა.ასეთივე ღონისძიებები ჩატარდა ყველა 

ფილიალში (ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, თელავში).