გამოცემის თარიღი: 16 ივნისი, 2013

13 - 15 ივნისს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემფასებელთა და ექსპერტთაპროფესიული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, სადაც განიხილეს ბიზნესის და უძრავი ქონების შეფასების აქტუალური საკითხების თეორიები და თანამედროვე მიდგომები. კონფერენცია „კაპტო ჯგუფის“ სპონსორობით ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართული საშემფასებლო და საქართველოში მოღვაწე აუდიტორული კომპანიების, უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, მოლდავეთის და სხვა ქვეყნების პროფესიული ორგანიზაციების და ქართულ ბაზარზე მოღვაწე ბანკების, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. გამომსვლელთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების შემფასებელთა ასოციაციების პრეზიდენტები და ვიცე პრეზიდენტები. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

გამომსვლელთა მოხსენებები ეძღვნებოდა ბიზნესისა და უძრავი ქონების შეფასებას საბანკო უზრუნველყოფისა და ფინანსურიანგარიშგებისათვის, ასევე, შეფასების ისეთ რთულ და საინტერესო მიმართულებას, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობისძეგლების შეფასება. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი იყო შემოსავლების მომტანი ქონების (სასტუმროები, ბენზინგასამართისადგურების, სპორტული კომპლექსების და სხვა), სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ქონების შეფასების მეთოდოლოგიის, ახლებური მიდგომების და საერთაშორისო სტანდარტების ახალ რედაქციაში ცვლილებების განხილვა და RICS-ის სტანდარტების შემუშავება.

გიორგი კვინიკაძე, „კაპტო ჯგუფი"-ის დირექტორი: „მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებელშემფასებელთა ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მიზანია მოახდინოს ბიზნეს საზოგადოების ინფორმირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქონების საბაზრო ღირებულების პროფესიონალური შეფასება ქვეყნისეკონომიკისათვის და საბანკო სფეროს განვითარებისთვის. “კაპტო ჯგუფი“, როგორც RSM-ის წევრი ორიენტირებულია მოახდინოს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშების მიწოდება პოტენციურიმომხმარებლებისათვის. შესაბამისად, წლევანდელი კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების ახალ რედაქციაში ცვლილებების განხილვის და საქართველოში RICS-ის სტანდარტების შემუშავების კუთხით“.