სხვაობა ახალი ბიზნესის შექმნის ზრდის მაჩვენებლებს შორის G7-სა (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი, აშშ) და BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ქვეყნებში შემცირდა 2013 წლისთვის, RSM-ის, მსოფლიოში რეიტინგით რიგით მეშვიდე დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელური კომპანიის უახლესი გლობალური კვლევის მონაცემების თანახმად. RSM-მა მიმოიხილა 38 ქვეყანა თავის კვლევაში, „ გლობალური ეკონომიკის ხელახალი შენება“.

2007-2011 წლებში BRICS -ის ქვეყნებს ჰქონდათ რეიტინგში შვიდჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი ახალი ბიზნესის შექმნის კუთხით, ვიდრე G7-ის ქვეყნებმა აჩვენეს. დაფიქსირდა 5.8 პროცენტი კომბინირებული წლიური ზრდა (CAGR) G7-ის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით 0.8 პროცენტი ზრდის მაჩვენებელი. 2012 წელს, BRICS-ის ქვეყნების მაჩვენებელი წმინდა ახალი ბიზნესის ზრდის კუთხით იყო 4.9 პროცენტი, შეიქმნა რა 1.2 მილიონი ახალი ბიზნესი, ხოლო G7-ის ქვეყნებში დაფიქსირდა 1.9 პროცენტი, დაემატა რა 531 000 კომპანია.

ჯინ სტეფანსი, RSM International-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, აცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს ახალი ბიზნესების ზრდის მაჩვენებლის კონვერგენციას G7-სა და BRICS-ის ქვეყნების ეკონომიკებს შორის, სადაც  BRICS-ის ქვეყნებს ერთობლივად ჰქონდათ ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი, არსებობს ძალიან დიდი ვარიაცია ამ ორ ჯგუფში“. 

2013 წელს, G7-ის ქვეყნებმა ყველამ, გარდა იტალიის და კანადისა, აჩვენა ახალი ბიზნესის დაარსების ზრდის მოკრძალებულიმაჩვენებელი. საფრანგეთი ბოლო 5 წელია შედარებით სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს. ამის საპირისპიროდ, ჩინეთი იყოერთადერთი BRICS-ის ქვეყნებს შორის, რომელმაც გაზარდა მისი მაჩვენებელი ბიზნესის დაწყების კუთხით, რამაც კიდევ უფრო განაცალკევა იგი დანარჩენი ქვეყნებისგან.

ქალბატონმა სტეფანსმა გააგრძელა: „მეწარმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებენ ბიზნესის დაწყებას, ყველაზე აქტიურ სექტორს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა და პროფესიული სერვისები, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ბარიერები ბაზარზე შესასვლელად, თუმცა, თითქმის შესწავლილი ქვეყნების მესამედმა აჩვენა აქტიური საწარმოების შემცირების ტენდენცია. შემოქმედებით დესტრუქციას და კაპიტალის გადანაწილებას მეტად ეფექტურ არსებულ და ახალ ბიზნესებში დიდი როლი ექნება ამ პროცესებში, მაგრამ გლობალური ეკონომიკა კვლავ არმყარად რჩება. მომავალი წლის საყურადღებო ფრაზა უნდა იყოს ფრთხილი ოპტიმიზმი, რადგანაც ფიზიკური პირები და კომპანიები ფრთხილად რეაგირებენ მთავრობის ქმედებებზე და მაკრო ინდიკატორებზე“.

2011 და 2012 წლებში, საფრანგეთს ჰქონდა ახალი ბიზნესის შექმნის ძალიან სწრაფი მაჩვენებელი მთელი 38 ქვეყნიდან,მიიღო რა 16.7 პროცენტი წმინდა ზრდა, უმეტესად “ავტო მეწარმეების”-ის პროგრამის შედეგით, 2007-2011 წლის კომბინირებული წლიური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით.

G7-ის ქვეყნების ფარგლებში, აშშ-მ, იაპონიამ, გერმანიამ და ბრიტანეთმა ყველამ აჩვენა მოკრძალებული ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ კომბინირებული წლიური ზრდის მაჩვენებელი გაიზარდა წინა 5 წლის განმავლობაში (აშშ 0.6 პროცენტი ნაცვლად 0.3 პროცენტისა, იაპონიამ 0.8 პროცენტი ნაცვლად 0.1-სა; გერმანიამ 1.1 პროცენტი მაჩვენებელი ნაცვლად 0.6 სა; ბრიტანეთმა 1.2 პროცენტი ნაცვლად 0.7-სა). იტალიის შემცირდა 0.3 პროცენტით და კანადის დაეცა 15.8 პროცენტით, დააფიქსირეს რა ყველაზე ცუდი მაჩვენებლი და შესრულება 38 ქვეყანას შორის.

BRICS -ის ქვეყნებს ლიდერობდა ჩინეთი (9.1 პროცენტი ნაცვლად 6.9 პროცენტისა), ბრაზილია გაიზარდა 3.4 პროცენტით, დაეცა რა 5.2 პროცენტით, მაგრამ სხვა ეკონომიკებმა აჩვენეს ნეგატიური ზრდის მაჩვენებელი: რუსეთი ( - 0.4 პროცენტი), ინდოეთი ( -3.3 პროცენტი) და სამხრეთ აფრიკა ( -10.0 პროცენტი).

RSM-ის ანალიზი მოიცავს ინდუსტრიების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ლიდერობენ ახალი ბიზნესის შექმნის კუთხით და აჩვენებს, რომ ძირითადად წამყვანი არის საცალო და საბითუმო ვაჭრობა და პროფესიული სერვისები. საპირისპიროდ კი, ფინანსურმა სერვისებმა და წარმოებამ აჩვენეს შედარებით დაბალი წილები საწარმოს დაარსების მაჩვენებლის კუთხით, რადგან ფინანსური რეგულაციები და დაბალი მოთხოვნა კვლავ ზღუდავს ამ ბაზრებს.

ეს კვლევა აღნიშნავს, რომ კარგად გამიზნულ სამთავრობო ინტერვენციებს შეუძლია გაზარდოს დამწყები კომპანიების გადარჩენის მაჩვენებლები, რაც მოითხოვს დროს და კაპიტალს მათი კონკურენტული აქტივების მდგრად ზრდაში გადასაყვანად.