ალეკო სირბილაშვილი

ალეკო სირბილაშვილი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით სამართლის სფეროში. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან კომპანიებში (შპს „ასტრა დიღომი“, ს/ს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ და სხვა) იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელად, ასევე უწევდა კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას გარე იურისტის სტატუსით და პარალელურად დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით. ალეკო  RSM საქართველოს გუნდს შეუერთდა 2018 წლიდან და ამ პერიოდიდან ის ხელმძღვანელობს კომპანიის იურიდიულ დეპარტამენტს.

დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (მაგ: EBRD, OPIC, Amsterdam Trade Bank, BNP PARIBAS) მუშაობის და საერთაშორისო ბრენდებთან (WENDY’S, DUNKIN’ DONUTS და სხვა) სალიცენზიო ურთიერთობის. 2015-2017 წლებში მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ გამართულ ადმინისტრაციულ დავაში, რომელიც ეხებოდა ნავთობპროდუქტების სექტორში მომუშავე კომპანიების დაჯარიმებას და დასრულდა კომპანიების სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანით.

განათლება და წევრობა ასოციაციაში

არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით. 

გარდა ძირითადი სპეციალობისა - სამართალმცოდნეობისა, 1994 წელს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის უცხოური ენების განყოფილება გერმანული ენის სპეციალობით, ხოლო 1998 წელს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა სპეციალობით - მენეჯმენტი.