ალი მურთზა პროფესიონალი ფინანსისტია 17 წელიწადზე მეტი სამუშაო გამოცდილებით აუდიტის სფეროში. პროფესიული კარიერის განმავლობაში, ალი აქტიურად ახორციელებდა პროექტებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, კომპანიის რესტრუქტურიზაციისა და რისკების შეფასების სფეროში. მისი გამოცდილება აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებით მოიცავს კომერციულ ბანკებს, საინვესტიციო ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაზღვევო სექტორს, სამშენებლო სექტორს, ტურიზმის სექტორს, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორს, წარმოებისა და სამთო მრეწველობას, ასევე USAID-ისა და DFID-ის მნიშვნელოვან პროექტებს. ალი არის სერტიფიცირებული ბუღალტერი ინგლისისა და უელსის მიერ; მისი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული ეთიკა არის სწორედ ის, რაც უდიდეს ღირებულებას ქმნის RSM საქართველოსთვის, მისი კოლეგებისა და კლიენტებისთვის.
საქართველოს ბაზარზე ალი გარიგების პარტნიორის ამპლუაში უძღვებოდა უმსხვილესი ჰოლდინგების პროექტებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის ფინანსურ, სადაზღვევო სექტორში, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სექტორში, სახელმწიფო სექტორში და ა.შ..
ალიმ RSM პაკისტანსა და RSM აზერბაიჯანში მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება დააგროვა რისკების შეფასების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის უნარს, უზრუნველყოს ყოვლისმომცველი რისკის შეფასება და გადაწყვეტილებები ჩვენი კლიენტებისთვის.
ალი აზერბაიჯანის უმსხვილეს ბანკებთან მუშაობდა აუდიტის მიმართულებით, მათ შორის Azer Turk Bank, BTB Bank, VTB Bank Azerbaijan და Guney Bank. მისმა მუშაობამ ფინანსურ და საბანკო სექტორში გააძლიერა მისი, როგორც ამ სფეროებში წამყვანი ექსპერტის რეპუტაცია.
გარდა ფინანსური სექტორის ექსპერტიზისა, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფინტექ კომპანიის განვითარებაში , სადაც ის ხელმძღვანელობდა ინიციატივებს მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციური ცვლილებების განსახორციელებლად.
