RSM საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ვასილი იკავებდა წამყვან პოზიციებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. მისი გამოცდილება აღემატება პროფესიული საქმიანობის 5 წელს.
ვასილი ამჟამად RSM საქართველოში უძღვება საგადასახადო აუდიტის პრაქტიკას. ასევე იგი აქტიურად არის ჩართული თანამშრომლების განათლების პროცესში უწყვეტი შიდა ტრენინგების ორგანიზებით, მენტორინგით და ქოუჩინგით.
წევრობა ასოციაციაში:
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის წევრი.
კვალიფიკაცია:
შპს „მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვის“ მიერ გაცემული სერტიფიკატი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო სისტემის შემსწავლელი კურსის გავლის შესახებ