მსოფლიოში 100-ზე მეტ ქვეყანამ ოფიციალური საბუღალტრო აღრიცხვის სისტემად აღიარა „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები“ (IFRS), და ივარაუდება, რომ ეს რიცხვი 150-მდე გაიზრდება უახლოესი 5 წლის მანძილზე.თუკი ხართ ამბიციური კომპანია და გეგმავთ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე ოპერირებას,აუცილებლად დაგჭირდებათ IFRS-ში ზუსტი, თქვენს კომპანიაზე მორგებული და კომპეტენტური კონსულტაცია. RSM საქართველო ფინანსურ აუდიტს ატარებს, როგორც ადგილობრივ, ისე საოჯახო და საერთაშორისო კორპორატიულ ჯგუფებში. IFRS-ი აღირებულია, როგორც საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტი საქართველოში და, ასევე, ყველა კომპანიას, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქართველოს საფონდო ბირჟაზე, და, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს მოეთხოვებათ ყოველწლიურად განახორციელონ ფინანსური ანგარიშების აუდიტი IFRS-ის თანახმად. RSM საქართველო სთავაზობს გლობალური ქსელის „know how”-ზე და ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან მრავალწლიანი მუშაობის  პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ფართო სპექტრის მომსახურებას.

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი შედგება აუდიტორების და IFRS-ის ექსპერტებისგან, ასევე, ბიზნესის და ქონების შეფასების გამოცდილი სპეციალისტებისგან.  ჩვენი ექსპერტები მოგცემენ კონკრეტულ, მიზანმიმართულ რჩევებს და დაეხმარებიან თქვენს ბიზნესს IFRS-ის კომპლექსური საკითხების მოგვარებასა და გადაჭრაში. ჩვენ გვჯერა, რომ აუდიტორის როლი არის ნდობის დამყარება ბაზარზე მხარეებს შორის, მათ შორის მსესხებელ კომპანიებსა  და ბანკებს,  ხელისუფლებასა და გადასახადის გადამხდელებს, კორპორაციებსა და აქციონერებს შორის და ა.შ. ნდობის დამყარება მხარეებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება განვითარებად ბაზარზე.

„RSM საქართველოს“ IFRS მომსახურებაში შედის:

  • კომპილაცია IFRS-ში;
  • ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების შესწავლა;
  • IFRS-ის მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშების აუდიტი;
  • IFRS-სსა და ადგილობრივ GAAP შორის შესაბამისობის კომპილაცია;  
  • ტრენინგები IFRS-ში;
  • ტექნიკური დახმარება IFRS-ის განმარტებებთან მიმართებაში;
  • დახმარება IFRS-ის სააღრიცხვო პოლიტიკის სახელმძღვანელოს მომზადებასა და დანერგვაში.