RSM Georgia
ენები

ენები

SAP Business One-ის პროექტის კალკულაციის კითხვარი

 
1 შესავალი 2 კონტაქტები 3 სტრუქტურა 4 მომხმ.-ბი 5 მოდულები 6 ტრენინგები 7 ბანკები 8 ვადები 9 მიზნები 10 გადახედვა
გვერდი 1/10 (0%)

კალკულაციის კითხვარი

for_news24.jpg

კომპანია RSM გთავაზობთ SAP Business One-ის ლიცენზიების, კონსალტინგის, ტრენინგებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის ღირებულების შეფასების კითხვარს.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ მოგაწვდით კალკულაციას ერთი სამუშაო დღის განმავლობაში კითხვარში მითითებულ თქვენს საკონტაქტო მეილზე.

კითხვარში გამოყენებული ტერმინები გამოყოფილია ლურჯი ფერით და მათი განმარტებები შეგიძლიათ იხილოთ მაუსის მარცხენა ღილაკით მათზე დაწკაპებით, ცალკე გამოსულ pop-up ფანჯარაში. შეგიძლიათ სცადოთ ახლავე. ტერმინოლოგიის განმარტებების pop-up ფანჯარაში ნავიგაციისთვის (უკანა და შემდეგ გვერდზე გადასასვლელად) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ კლავიშების კომბინაცია ALT + <მარცხენა ისარი> და ALT + <მარჯვენა ისარი> შესაბამისად.

შევსების პროცესში დროში შეზღუდული არ ხართ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ნავიგაციის ღილაკები, დაუბრუნდეთ უკანა გვერდებს და შეიტანოთ ცვლილებები. საბოლოო გაგზავნის წინ დამატებით გექნებათ შევსებული კითხვარის ერთიანად გადახედვის შესაძლებლობა. პროცესის დასრულების პარალელურად  შევსებული კითხვარის ასლი გამოგეგზავნებათ თქვენს მეილზე.

კითხვარის არცერთ ველზე მიზანმიმართულად არ არის ტექნიკური შეზღუდვა დადებული მის აუცილებელ შევსებაზე, თქვენ თავად წყვეტთ მის აუცილებლობას. თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითქმის ყველა ველის გულდასმით შევსება არის ეფექტური შედეგისთვის მნიშვნელოვანი. გთხოვთ გამოიყენოთ კითხვარის სხვადახვა განყოფილებაში მოცემული ველი 'თქვენი დამატებითი ინფორმაცია' სურვილების, კითხვების, კომენტარების, შენიშვნებისა და თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკური სხვა თავისებურებების გადმოსაცემად.

მადლობა გამოყოფილი დროისთვის!

 

კეთილი სურვილებით,
RSM-ის გუნდი

#SAP Business One
#ERP