დაუკავშირდით უკეთეს მომავალს.

RSM საქართველო გთავაზობთ სპეციალიზირებულ და პროფესიონალურ, ერთჯერად ან გრძელვადიან კონსულტაციებს კლიენტი კომპანიის არჩევანის შესაბამისად. ჩვენი სამუშაო სტილი ეფუძნება კოლაბორაციულ მიდგომას.

საკონსულტაციო პროექტის დაწყებისას, პირველ რიგში, ჩვენ ვაანალიზებთ თქვენი ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს. RSM-ის გლობალური ქსელის ექსპერტების ჩართულობით, ჩვენ თქვენთან ერთად შევიმუშავებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს კომპანიის წინაშე არსებული სირთულეების წარმატებით გადასალახავად.

მსოფლიოს მასშტაბით, RSM-ი საქმიანობას ეწევა სხვადასხვა ბიზნეს სექტორში და სთავაზობს კომპლექსურ საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსური მენეჯმენტის, ოპერაციების, სამუშაო ეფექტურობის, სტრატეგიასა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ კონსულტაციებს;
  • წარმოებისა და ოპერაციების მენეჯმენტთან დაკავშირებულ კონსულტაციებს;
  • ოპერირების ეფექტურობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს;
  • სტრატეგიას და ტექნოლოგიურ კონსულტაციებს;
  • კონსულტაციებს იურიდიულ საკითხებში;
  • დახმარებას კომპანიების შერწყმის შემთხვევაში, ბიზნეს შესყიდვებსა და გაყიდვებში;
  • მხარეებს შორის ფინანსურ საკითხებზე შუამავლობას.