„RSM საქართველო“ - უძრავი და მოძრავი, ბიზნესის და ინტელექტუალური ქონების უმსხვილესი დამოუკიდებელი შემფასებელიკომპანიაა ბაზარზე, რომელსაც გააჩნია წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და საქმიანობის განსახორციელებლად ყველა საჭირო უფლება (სერტიფიკატი). დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი დაგანახებთ რეალურ სურათს, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილება თქვენი და თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ.

ჩვენი მუშაობის მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და გთავაზობთ პროფესიონალური მომსახურების ფართო სპექტრს ქონებისა და ქონებრივი უფლებების ყველა სახის შეფასებაზე.

ქონების შეფასების შედეგები ფართოდ გამოიყენება ფინანსური აუდიტის ანგარიშგებაში,  ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისა და გირაოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საგადასახადო დავალიანებისა და ფისკალური საკითხების გადაწყვეტის დროს.

შეფასებას შეიძლება დაექვამდებაროს შემდეგი ქონება და საკუთრება:     

  • უძრავი ქონება (საკუთრება);
  • ინტელექტუალური საკუთრება;
  • მანქანა - მოწყობილობები და დანადგარები;
  • არამატერიალური აქტივები;
  • სამეურნეო სუბიექტი (ბიზნესი);
  • სასოფლო - სამეურნეო ქონება;
  • აქციები და წილები;
  • ბუნებრივი რესურსები;
  • ისტორიული მნიშვნელობის ქონება;
  • სახელმწიფო საკუთრებაში შემავალი ქონება;

ჩვენი კონსულტაციები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი პრობლემები და წარმატებით გადაჭრათ ქონებასთან, საკუთრებასთან ან წილებთან დაკავშირებული საკითხები.