საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუდიტორული კომპანია „კაპტო ჯგუფი“ აცხადებს სახელობითი სტიპენდიის კონკურსს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდული მიმართულებების სტუდენტებისთვის.

კონკურსის მონაწილე საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება სხავადასხვა ოდენობის ერთწლიანი სტიპენდიით. ხოლო საუკეთესო ხუთეულს ექნება „კაპტო ჯგუფში“ სტაჟირების შესაძლებლობა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი კაპტო სტიპენდიანტი ან/და კაპტო თანამშრომელი.

დაგვიკავშირდი, რომ თავად დარწმუნდე - ეს არის კავშირი წარმატებითვის.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდიული მიმართულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც 2012 – 2013 სასწავლო წლისათვის იმყოფებიან მესამე კურსზე.

კონკურსის ფორმატი 
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

პირველი ეტაპი 
თუ გსურს კონკურსში მონაწილეობა, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და კითხვარი. შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გადმოგზავნეთ ელ. მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 14 დეკემბრისა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ შენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებ მარტივ დავალებას და მისი შესრულების ვადებს. ამ დავალების შესრულების ხარისხი განაპირობებს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლას. 

პირველ ეტაპში მონაწილეობას იღებს ყველა, ვინც შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლს გადმოგვიგზავნის.

მეორე ეტაპი
კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებმა  უნდა დაწერონ და  წარმოადგინონ ბიზნეს იდეა და გეგმა. ბიზნეს გეგმის კრიტერიუმებსა და მისი შესრულების ვადებს შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ბიზნეს იდეებსა და ბიზნესის გეგმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის მიმართულების ლექტორებითა და წარმატებული ბიზნესმენებისაგან. წარმატებული მონაწილეები გადავლენ კონკურსის მესამე ეტაპზე.

მესამე ეტაპი 
კონკურსის მესამე ეტაპის მონაწილეებმა  კომპანიის მიერ მოწვეული ექსპერტების, ჟიურისა და სტუდენტების წინაშე უნდა ჩაატარონ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია.

დაჯიდლოდება
გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის  მესამე ეტაპის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით. 

დასახელდება კონკურსის მონაწილე საუკეთესო ხუთეული.

  • პირველი ადგილი  -  200 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე
  • მეორე ადგილი  - 150 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე
  • მესამე ადგილი - 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე
  • საუკეთესო ხუთეულს ექნება კაპტო ჯგუფში დასაქმების შესაძლებლობა

დამატებითი ინფორმაცია

  • კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები მუდმივად განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ამიტომ დაგვიმეგობრდი www.facebook.com/RSMCapto
  • შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გადმოგზავნეთ ელ. მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 14 დეკემბრისა. 
  • დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე: (995 32) 255 88 99; 558 90 41 99