2013 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა სასერტიფიკატო გამოცდა ალტერნატიული აუდიტის პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობა მიიღეს "ერ-ეს-ემ კაპტოს" თანამშრომლებმა. მათ წარმატებით ჩააბარეს ალტერნატიული აუდიტის სასერთიფიკატო გამოცდები, რაც უფლებას ანიჭებს კომპანიას ჩაატაროს ალტერნატიული აუდიტი კომპანიებისათვის.

ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, 2013 წლის 16 სექტემბრის,  №304 ბრძანების შესაბამისად, აუდიტორის უფლებამოსილება და შესაბამისი კატეგორია შესაძლებელია მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელსაც დასაქმებული ჰყავს მინიმუმ 2 ფიზიკური პირი, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ტესტირების ზღვარი. "ერ-ეს-ემ კაპტომ" წარმატებით დააკმაყოფილა ეს აუცილებელი პირობა.

სასერტიფიკატო გამოცდის მიზანია მოხდეს მაღალკვალიფიცური კადრების შერჩევა, რაც ავტომატურად აისახება შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობასა და ხარისხის ზრდაზე.