„კაპტო ჯგუფი,“ RSM-ის წევრი საქართველოში, მონაწილეობას იღებს შემოსავლების სამსახურის ახალ პროექტში, „იმიტირებულ საგადასახადო დავაში“, რომელიც წელს პირველად ტარდება.

შეჯიბრება შედგება ორი ეტაპისგან, წერილობითი და ზეპირი. წერილობითი ნაშრომის წარდგინება შესაძლებელია 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ზეპირი ეტაპი გაიმართება 24/05/2014 – 25/05/2014. სტუდენტების შეფასებას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოახდენს მოწვეული ექსპერტი გელა მღებრიშვილი,  „კაპტო ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი.

პროექტი მიზნად ისახავს საგადასახადო სამართლისადმი სტუდენტების ინტერესის გაზრდას, ამ სფეროში აკადემიური სწავლებისა და კვლევის წახალისებას, სტუდენტების მიერ აკადემიური წერის, ზეპირი პრეზენტაციისა და დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლებას, მათთვის საგადასახადო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობასა და ასეთ დავებში მონაწილეთათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.

შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი განათლების აკრედიტირებულ დაწესებულებათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მიუხედავად სპეციალიზაციისა. იმიტირებულ საგადასახადო დავაში მონაწილეობისათვის აუცილებელია გუნდის რეგისტრაცია ვებ გვერდზე www.rs.ge, რომელიც გრძელდება 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების მოთხოვნის ბოლო ვადაა 25 ნოემბერი.

შეჯიბრი ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების პარტნიორობით და მხარდაჭერით: ბიზნეს ომბუდსმენი, USAID, IFC, East-West Management Institute, US Treasury.
„კაპტო ჯგუფის“ მიერ ერთ შერჩეულ სტუდენტს დაენიშნება 1 წლიანი სტიპენდია ყოველთვიური 150 ლარის ოდენობით და მიეცემა საშუალება გაიაროს 3 თვიანი სტაჟირება „კაპტო ჯგუფში“ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. მეორე შერჩეულ სტუდენტს, ასევე, გადაეცემა საჩუქრად ლეპტოპი და მიეცემა საშუალება გაიაროს 3 თვიანი სტაჟირება კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ხოლო მესამე შერჩეულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება გაიაროს 3 თვიანი სტაჟირება „კაპტო ჯგუფში“ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. გამარჯვებული გუნდის წევრებს კი „კაპტო ჯგუფი“ გადასცემს ბრენდირებულ ფასიან საჩუქრებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული  http://rs.ge/5707.