RSM Capto წარმოადგენს ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელური კომპანიის RSM International-ის წევრს საქართველოში, რომელიც IAB 2013 წლის კვლევის მიხედვით, წარმოდგენილია მე-7 პოზიციაზე. ხოლო, საგადასახადო სერვისების რეიტინგით კი არის რიგით მეხუთე ყველაზე დიდი გლობალური პროვაიდერი მსოფლიოში.
 

2013 წელს, RSM Capto დასახელდა ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად RSM-ის ქსელში. RSM Capto, ასევე, იუმჯობესებს პოზიციებს საქართველოში და მოხარულია გაცნობოთ, რომ, 2013 წელს წინა წელთან შედარებით კომპანიის შემოსავლის 12 %-იანი ზრდა დაფიქსირდა და აუდიტორული კომპანიების რეიტინგულ სიაში, მე-9 პოზიციიდან მე-7 პოზიციაზე აინაცვლა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სერვისიდან მიღებული შემოსავლის კუთხით და 573 %-ი შეადგინა. ზრდაა საბუღალტრო მომსახურებების სერვისების შემოსავლის კუთხით (12%) და, შესაბამისად, წელს RSM Capto ამ კუთხით  უკვე მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. ასევე, 58 %-იანი ზრდაა იურიდიულ მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლის კუთხით. მონაცემები გამოაქვეყნა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ. რეიტინგები შედგენილია „ბაფის“ კორპორაციული წევრების შემოსავლებზე დაფუძნებით 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. 

ეს წინსვლა კიდევ ერთი მოტივაციაა არ შენელდეს RSM Capto -ს მუშაობის ტემპი და კომპანია წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს.