გიორგი კვინიკაძე

2008 წ. გიორგი კვინიკაძემ დააფუძნა აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანია „კაპტო ჯგუფი“. 2011 წლიდან „კაპტო ჯგუფი” გახდა გლობალური ქსელური კომპანია “RSM International”-ის დამოუკიდებელი წევრი და 2015 წლის გლობალური რებრენდინგის შემდეგ მოღვაწეობს “RSM საქართველოს” ბრენდის ქვეშ. კომპანიის დაარსების დრიდან გიორგი გახლავთ კომპანიის გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი

გიორგი კვინიკაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში, მოგვიანებით კი მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის განხრით. ამასთანავე, გიორგი კვინიკაძე მონაწილეობას იღებდა ევროპის სხვადასხვა ბანკების გაცვლით პროგრამებში.

გიორგის პროფესიული გამოცდილება ფინანსურ სერვისებში  25 წელზე მეტს მოიცავს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო საბანკო კარიერა სს „თბილკრედიტბანკში“, მოგვიანებით სს ბანკ „რიონში“ გადავიდა, შემდეგ კი შეუერთდა სს „თბილკომბანკის“ გუნდს. 2000 წლიდან 2005 წლამდე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა ვისოლ ჯფუფში, რომელიც წარმოადგენს გაზისა და ნავთობპროდუქტების წამყვან მიმწოდებელს საქართველოში. შემდეგ, გიორგი კვინიკაძე უძღვებოდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას  და მის ფინანსურ დეპარტამენტს.

ბ-ნ გიორგის აქვს ფართო და მრავალმხრივი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიებში, იგი იყო ბევრი პროექტის ინიციატორი და თანამშრომლობდა ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორიცაა EBRD და IFC.